Books at Berlinale 2023 აცხადებს კონკურსს რომანების შესარჩევად

თარიღი : 16.11.2022

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის - ბერლინალეს ერთობლივი პროექტი • Books at Berlinale • აცხადებს აპლიკაციების მიღებას წიგნების შესარჩევად.
Books at Berlinale Berlinale Co-Production Market-ის ფარგლებში 2023 წლის 20 თებერვალს მეთვრამეტედ გაიმართება და მისი მიზანია წიგნისა და კინო ინდუსტრიების დაახლოების ხელშეწყობა.
Books at Berlinale-სთვის ყოველწლიურად შეირჩევა 10 რომანი, რომელიც წარედგინება 150-მდე უცხოელ კინო პროდიუსერს.
წიგნების შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდება ბერლინალეს კატალოგში, მისი საავტორო უფლებების მქონე პირები კი მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. ფიჩინგში და შესაძლებლობა ექნებათ პირადად წარუდგინონ პროდიუსერებსა და რეჟისორებს ქართველი ავტორების რომანები.
ასევე დაგეგმილია ექსკლუზიური Matchmaking Session ორგანიზებული Co-Production Market-ისა და ნიდერლანდების კინოფონდის მიერ, სადაც გამომცემლები და სააგენტოები (მათ შორის შერჩეული "წიგნები ბერლინალეზე") შეძლებენ შეხვდნენ პროდიუსერებს შემდგომი თანამშრომლობის დასაგეგმად.
განაცხადის შევსების მსურველი უნდა ფლობდეს რომანზე კინო ადაპტაციის საავტორო უფლებას. რომანი კი ორიგინალ ენაში უნდა იყოს ბესთსელერი ან სულ ახლახანს გამოცემული, კინო ადაპტაციის პოტენციალით.
განაცხადის შევსებისთვის საჭიროა არსებობდეს გრძელი სინოფსისი და საცდელი თარგმანი ინგლისურ ენაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 29 ნოემბრამდე დაუკავშირდეთ ჰენინგ ადამს შემდეგ მისამართზე:
adam.ext@berlinale.de ან books@berlinale.de
რათა მიიღოთ განაცხადის ფორმა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე