21-27 ნოემბერს მწერალთა სახლი ჟანრული ლიტერატურის ფესტივალს – ინსომნია 2022 უმასპინძლებს.
ფესტივალის ჟიურიმ: ნატო დავითაშვილმა, ნიკა სამუშიამ და დავით გორგილაძემ ფინალური შვიდეული გამოავლინეს:
• ანა მაწკეპლაძე
• გიორგი ვაჩნაძე
• ნინი ყაბანაშვილი
• ოლანი ბიწაძე
• ლუკა ხატიაშვილი
• თაკო წულაია
შვიდი საუკეთესო ავტორი ერთმანეთის მიყოლებით გამოიკეტებიან მწერალთა სახლის ისტორიულ შენობაში – მთელი ღამით. მათი მისია საშიში ან ფანტასტიკური მოთხრობის შექმნა იქნება.
პროექტის ფარგლებში დაწერილ მოთხრობებს წიგნად გამოსცემს სულაკაურის გამომცემლობა.
ფესტივალის მიზანია თანამედროვე ჟანრული ლიტერატურის განვითარების წახალისება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის გააქტიურებას; ქართული ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნასა და პოპულარიზებას.
პროექტის იდეა მწერალ ზაზა კოშკაძეს ეკუთვნის. მწერლის ავტორობითა და ორგანიზებით სხვადასხვა საგამომცემლო სახლთან თანამშრომლობის შედეგად ფესტივალი 2013 წლიდან იმართება.
მწერალთა სახლი ჟანრული ლიტერატურის ფესტივალს უკვე მეორედ უმასპინძლებს.