დავით კლდიაშვილი 160 – დაჯილდოება

თარიღი : 14.12.2022

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება მოსწავლეთა კონკურსის გამარჯვებულებთა დაჯილდოება, რომელიც დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს ეძღვნება.
მწერალი, დრამატურგი და ლიტერატურის მკვლევარი დავით გაბუნია შეხვდება უფროსკლასელებს და წაიკითხავს ლექციას თემაზე „კლდიაშვილის გასაჭირი“.
მოსწავლეთა კონკურსი დავით კლდიაშვილის საიუბილეოდ მწერალთა სახლმა 12 ოქტომბერს გამოაცხადა.
უფროსკლასელებს შევთავაზეთ დაეწერათ ორი თემიდან ერთ-ერთი:
„რატომ და როდის იცინიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?“ და „ჩემი საყვარელი მოთხრობა დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან“.
სულ შემოვიდა 230 ესე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან.
გაიცემა 3 ძირითადი და 3 წამახალისებელი პრემია, მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერები.
I პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი
II პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი
III პრემია - 100 ლარიანი ვაუჩერი
და 3 წამახალისებელი პრემია - 50 ლარიანი ვაუჩერი.