თარიღი : 16.12.2022
16 დეკემბერს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართა დავით კლდიაშვილის საიუბილეო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
კონკურსში, რომელიც 12 ოქტომბერს გამოცხადდა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონების 230-მა მოსწავლემ.
მწერალთა სახლის ჟიურიმ გამოავლინა 6 გამარჯვებული.
კონკურსისადმი დიდი ინტერესისა და მონაწილეთა რაოდენობის გამო, მწერალთა სახლმა გადაწყვიტა დამატებით გაეცა სამი წამახალისებელი პრემია:
გამარჯვებული არიან:
I ადგილი - დემეტრე ქენქაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბონდო როსტიაშვილის სახელობის ქსნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე;
II ადგილი - სესილი ერაგია, ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის საჯარო სკოლის
XI კლასის მოსწავლე;
III ადგილი - ლიზი ბეღელაძე, ზესტაფონის მე-5 საჯარო სკოლის XII კლასის
მოსწავლე.
წამახალისებელი პრემიები გადაეცათ:
გოგა შანთაძეს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელ წინსვლის საჯარო
სკოლის IX კლასის მოსწავლეს;
ნიკა სურმავას - ფოთის ნ. ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის XII
კლასის მოსწავლეს;
ანა ჩიხლაძეს - ქუთაისის მე-20 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეს.
დაჯილდოების შემდეგ მწერალმა და დრამატურგმა დავით გაბუნიამ უფროსკლასელებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე „კლდიაშვილის გასაჭირი“.