ქართული გამომცემლობის მხრიდან პროექტისთვის მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლებელია ითვალისწინებდეს მხოლოდ თარგმანის ხარჯის დაფარვას.
3.1 მოთხოვნილი დოკუმენტაცია მწერალთა სახლში უნდა წარადგინოს გამომცემლობის დირექტორმა ან გამომცემლობის ნდობით აღჭურვილმა პირმა, რომელსაც დელეგირებული აქვს ხელმოწერის უფლება;
3.3 პროგრამა „უცხოური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში“ ცხადდება ყოველწლიურად. განსახორციელებელი პროექტებისთვის განაცხადების მიღება იწარმოებს 9 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით (18 საათამდე) გამომცემლობებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით მწერალთა სახლის ელ-ფოსტაზე: spirveli@writershouse.ge
3.6 საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება.
4. განაცხადების შეფასების პროცედურა
4.1 ვადების დაცვით წარმოდგენილი განაცხადები განსახილველად გადაეცემა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს;
4.2 სამეთვალყურეო საბჭო გამოავლენს დასაფინანსებლად შერჩეულ განაცხადებს;
4.3 შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.
5. სავალდებულო დოკუმენტაცია
5.1 შევსებული განაცხადის
ფორმა;
5.2 წიგნის ავტორის მოკლე ბიოგრაფია;
5.3 საავტორო უფლებების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ასლი (ორმხრივად ხელმოწერილი);
5.4 მთარგმნელის რეზიუმე / CV (რეზიუმეში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მთარგმნელობითი გამოცდილება);
5.5 მთარგმნელთან დადებული ხელშეკრულების ასლი (ორმხრივად ხელმოწერილი);
5.6 წიგნის მოკლე ანოტაცია (პრემიები);
5.7 ანთოლოგიის შემთხვევაში - გამოცემის დეტალური აღწერილობა (ავტორების და ნაწარმოებების მითითებით);
5.8 თარგმანის ნიმუში (არანაკლებ 5 გვერდისა) ორიგინალთან ერთად;
5.9 პროექტის დეტალური ბიუჯეტი;
5.10 აღნიშნულ პროექტში სხვა თანადაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი:
ა) თანადაფინანსებაზე (თანხის მითითებით და ხარჯის კატეგორიის მითითებით);
ბ) მწერალთა სახლის მიერ თანადაფინანსებაში მონაწილეობაზე;
5.11 განმცხადებელი გამომცემლობის ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის მიერ (საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელის, ბანკის დასახელების და მისამართის, IBAN, SWIFT მითითებით).
საჭიროების შემთხვევაში, მწერალთა სახლმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
6. დაფინანსების და ხელშეკრულების პირობები
6.1 დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდგომ, მწერალთა სახლი გამომცემლობებთან აფორმებს ხელშეკრულებას;
6.2 ხელშეკრულება დაეფუძნება:
ა) საავტორო უფლებების მფლობელთან დადებულ ხელშეკრულებას;
ბ) მთარგმნელთან დადებულ ხელშეკრულებას;
გ) პროექტის დეტალურ ბიუჯეტს;
6.3 ხელშეკრულებას ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი: ერთი მხრივ, მწერალთა სახლის დირექტორი, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული გამომცემლობის დირექტორი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი;
6.4 პროექტის განხორციელება უნდა დაექვემდებაროს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობებს;
6.5 დაფინანსება მოხდება პროექტის განხორციელების და ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ;
6.6 ხელშეკრულების პირობები შესრულებულად ითვლება მას შემდეგ, რაც:
ა) ქართული გამომცემლობა გამოსცემს წიგნის სრულ ტირაჟს, რომელიც მითითებილი იქნება აპლიკაციასა და ხელშეკრულებაში;
ბ) მწერალთა სახლში წარმოადგენს გამოცემული წიგნის არანაკლებ 15 ეგზემპლარს;
გ) სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში გათვალისწინებულ ხარჯვის და წიგნის ბეჭდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (მთარგმნელსა და გამომცემელს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტი და გამოცემის სრული ტირაჟის ბეჭდვის დამადასტურებელი დოკუმენტი);
6.7 გამომცემლობა ვალდებულია, გამოცემულ წიგნში აღნიშნოს მწერალთა სახლისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ, კერძოდ, წიგნში მითითებული უნდა იყოს მწერალთა სახლის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლოგოები და შემდეგი სიტყვები: წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.