ბოლონიის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, სამი დღის განმავლობაში, 6-8 მარტს, გაიმართება ვორქშოფი - სიტყვა და გამოსახულება.
ვორქშოფს ქართველი ილუსტრატორი, თათია ნადარეიშვილი გაუძღვება. აქტივობის მიზანია ქართული ასო-ნიშნების გაცნობა უცხოელი დამთვალიერებლისთვის. ვორქშოფის მონაწილეებს შეეძლებათ შეარჩიონ ქართული სიტყვა, რომელსაც ჯერ დაწერენ, შემდეგ კი შესაბამის გამოსახულებას დახატავენ.