სამეცნიერო ზღაპრების კონკურსის "ფასკუნჯი" შედეგები ცნობილია:
I ადგილი - "ხმის და სინათლის ჯადოქარი"
ვტორი: ნათია როსტიაშვილი.
II ადგილი - "ინის და იკოს ზღაპრული თავგადასავალი"
ვტორი: ნიკოლოზ ცისკარიშვილი.
III ადგილი - "სათვალის შექმნის ისტორია"
ავტორი: ნინო გორდელაძე.
კონკურსი განხორციელდა მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.
საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდა 12 თებერვალს. სულ შემოვიდა 19 ნამუშევარი.
ჟიურის წევრებმა - ნატო დავითაშვილმა, თეა თოფურიამ, ალექს ჩიღვინაძემ, ანონიმურად შეაფასეს საკონკურსო ტექსტები და გამოავლინეს გამარჯვებულები.
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება აპრილში - ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.
ულოცავთ გამარჯვებულებს, მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და ვუსურვებთ წარმატებებს!