ომის საწინააღმდეგო და ანტი-ავტორიტარული პოეზიის საღამო

თარიღი : 17.03.2023

მწერალთა სახლი გიწვევთ უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გამართულ პოეზიის საღამოზე. თანამედროვე უკრაინელი პოეტებისა და რეპრესირებული ქართველი პოეტების ინგლისურ და ქართულ თარგმანებს საღამოზე ექვსი მთარგმნელი წაიკითხავს. ასევე გაიჟღერებს ანტი-რუსული და ანტი-საბჭოთა მწერლების ტექსტებიც.
მონაწილეები:
ანდრო დადიანი - პოეტი, არტისტი, მთარგმნელი
თამთა გუგუშვილი - უკრაინული პოეზიის მთარგმნელი
ჯეიმი ოლსონი - უკრაინული და რუსული პოეზიის მთარგმნელი
პაატა შამუგია - პოეტი და მთარგმნელი
რაიან შერმანი - ქართული პოეზიის მთარგმნელი
მაია წერედიანი - ქართული პოეზიის მთარგმნელი.
დრო: 17 მარტი, 20:00.
მისამართი: მაჩაბლის 13.
დასწრება თავისუფალია!