თარიღი : 31.03.2023
მწერალთა სახლის ორგანიზებით, თბილისში, 2023 წლის 6-8 და 10-11 ივნისს, ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელთათვის გაიმართება მთარგმნელობითი სემინარი. სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებს, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას ქართულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნიან.
5 დღის განმავლობაში, სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ერთობლივად განიხილონ სათარგმნად შერჩეული ტექსტები. მთარგმნელთა ჯგუფი იმუშავებს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. სემინარის განმავლობაში მთარგმენელები გაარჩევენ კონკრეტულ პრობლემურ ამონარიდებს სათარგმნად არჩეული ტექსტებიდან და სემინარის ხელმძღვანელთან და თანახელმძღვანელთან ერთად, თარგმანთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს ხოლმე თავს.
სემინარის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი: დიმიტრის ცეკურასი, ანინა გოგოხია.
მონაწილეები: სემინარში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 6 მთარგმნელი.
სემინარის ხანგრძლივობა: 5 დღე, 6-8 და 10-11 ივნისი, 2023 წელი
ლოკაცია: მწერალთა სახლი, თბილისი.
მთარგმნელობითი სემინარის პირობები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მითითებულ ბმულებზე: