მწერლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობა 1920-იან წლებში

თარიღი : 08.04.2023

8 აპრილს, მწერალთა სახლში, რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ახალი საგანმანათლებლო ციკლის ფარგლებში, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევრის - ირაკლი ხვადაგიანის საჯარო ლექცია გაიმართება.
ლექციის თემა იქნება 1925 წლიდან საქართველოში საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის საწინააღმდეგო იატაკქვეშა მოძრაობა, რომელშიც ქართველი მწერლები იყვნენ ჩართული; საოკუპაციო/ტოტალიტარული რეჟიმის მასობრივი ტერორისა და მწერლების კოლექტიური მეხსიერებიდან წაშლის პრაქტიკა.