ემირ ბურჯანაძის გამოფენა "ლაზარე"

თარიღი : 13.04.2023

მწერალთა სახლი, დედაენის დღესთან დაკავშირებით, გიწვევთ ემირ ბურჯანაძის გამოფენაზე „ლაზარე“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკოსი მხატვრის ნამუშევრები, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ქართულ ხუროთმოძღვრულ ორნამენტებსა და დამწერლობებს იკვლევდა.
დამთვალიერებელი ნახავს წიგნების ყდის დიზაინს, სადაც ქართველ ავტორთა სახელები ორნამენტებადაა გარდაქმნილი. ასომთავრული, ნუსხური, მხედრული ასო-ნიშნების გეომეტრიისა და თვალადობის კვლევისას ნაპოვნი ვარიაციებით, ემირ ბურჯანაძე მნახველს ამ ასო-ნიშნების მხატვრული განვითარების ულევ შესაძლებლობებზე დააფიქრებს.
გამოფენა მწერალთა სახლში 13 აპრილს, 13:00-ზე გაიხსნება და 17 აპრილამდე გასტანს.