25 აპრილს მწერალთა სახლში, რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ახალი საგანმანათლებლო ციკლის ფარგლებში, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძის საჯარო ლექცია გაიმართება.
საბჭოთა კულტურის პოლიტიკა, რომელმაც პირველი რესპუბლიკის სახელოვნებო გარემო შეცვალა, ხელოვნების ტოტალურ იდეოლოგიზაციას და სისტემის მიმართ ხელოვანის სრულ მორჩილებას გულისხმობდა. სოციალური რეალიზმის დოქტრინამ მკაფიოდ განსაზღვრა ხელოვნების ფორმაც და შინაარსიც, არტისტული სამყარო რეჟიმის წესებს დაუქვემდებარა და ხელოვნებიდან უკვალოდ განდევნა თავისუფლება. სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუზეუმებში, თეატრებსა თუ კინემატოგრაფში პროფესიული ძალები პარტიულმა ძალამ დაამარცხა.
ლექციაზე განხილული იქნება ქართველი მხატვრების ცხოვრება, შემოქმედება და სიკვდილი სტალინური ტერორის ხანაში.
ლექციის შემდეგ შესაძლებელი იქნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმის დათვალიერება.
თარიღი: 25 აპრილი, 18.00 საათი.
დასწრება თავისუფალია!