ბავშვები ურჩევენ ბავშვებს 2023

თარიღი : 20.04.2023

მწერალთა სახლი აცხადებს ტრადიციულ კონკურსს „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“.

კონკურსის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია მოზარდებში. 


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეებს.

კონკურსის პირობების თანახმად, მოზარდებმა უნდა ურჩიონ თანატოლებს, 

რა წიგნები წაიკითხონ ზაფხულში.


პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო (ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 90 წმ), 

სადაც რეკომენდაციას გაუწევენ ერთ კონკრეტულ წიგნს და რამდენიმე წინადადებაში ჩამოაყალიბებენ თავის მოსაზრებას, 

რატომ ურჩევენ თანატოლებს ამ წიგნის წაკითხვას.


ვიდეოს დასაწყისში აუცილებელია, დაასახელოთ საკუთარი სახელი, გვარი, სკოლა, წიგნის ავტორი და წიგნის სათაური.


ვიდეორჩევების მიღება გაგრძელდება 20 ივნისამდე. ამის შემდეგ ვიდეოები განთავსდება 
მწერალთა სახლის გვერდზე 

და შედგება ზაფხულში წასაკითხი წიგნებს კატალოგი. ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებმა ვიდეორჩევებიდან

უნდა აირჩიონ და წაიკითხონ წიგნები, შემდეგ კი შეაფასონ და ხმა მისცენ მათ რჩეულს.


სექტემბრის ბოლოს ხმების მიხედვით  გამარჯვებულები
გამოვლინდებიან.  


პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ შესაბამისად 300, 200 და 150 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერები, 

ასევე გაიცემა ხუთი წამახალისებელი პრიზი 70 ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერის სახით.

 


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ვიდეო-ფაილები უნდა გამოგზავნონ wetransfer.com-ის 

საშუალებით მიმდინარე წლის 20 ივნისამდე მისამართზე: contest@writershouse.ge