როგორია ქართული მწერლობის გზა ჰაგიოგრაფიიდან დღემდე და რას ნიშნავდა ქართული ლიტერატურის „გამართვა ევროპული ხაზით”, რასაც მოგვიანებით ცისფერყანწელები ცდილობდნენ? მიუხედავად აზიის დიდი გავლენისა ჩვენს კულტურაზე, ქართველი მწერლების მზერა უმეტესწილად ევროპისკენ იყო მიმართული. რატომაა ქართული მწერლობა დიდი ევროპული ლიტერატურის ორგანული ნაწილი? რა არის ის საერთო თემები, რომლებზეც დღეს წერენ ქართველი და ევროპელი მწერლები? რას ნიშნავს დღეს ქართული ლიტერატურისთვის საქართველოს ევროპული მომავალი?
მომხსენებლები:
რატი ამაღლობელი (პოეტი)
ზვიად ქორიძე (ჟურნალისტი)
მოდერატორი: ნინო ბექიშვილი
თარიღი: 18:00 საათი, 26 აპრილი.
მისამართი: ახალციხე, გრიგოლ ხანძთელის N30, კაფე "კანტორა".
- - - -
მწერალთა სახლი კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც გაიმართება საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.
პროექტის მიზანია კრიტიკული დიალოგის წამოწყება საქართველოს რეგიონებში იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს დგას ჩვენი საზოგადოება. უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომლებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი. აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.