ირაკლი ლაითაძის წიგნის, „კედელზე ამოკაწრული ამბები“ პრეზენტაცია

თარიღი : 27.04.2023

27 აპრილს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი გიწვევთ ირაკლი ლაითაძის წიგნის, „კედელზე ამოკაწრული ამბები“ პრეზენტაციაზე.
ირაკლი ლაითაძე არის GMT M-ის ფინანსური დირექტორი, დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, ვისთვისაც „კედელზე ამოკაწრული ამბები“ სადებიუტო პროზაული ნაწარმოებია.
ლევან ბერძენიშვილი:
„კედელზე ამოკაწრული ამბები“ პატარა ამბებია სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სიყვარულზე, მარტოობაზე, პურის რიგზე, მეორე მსოფლიო ომზე, აფხაზეთის ომზე, თბილისის ომზე, უნივერსიტეტის ბაღზე, დაკარგულ მეგობრებზე, კარიბის ზღვაზე, კილიმანჯაროზე, ბათუმზე, 35 დოლარად გაყიდულ ოქროს მედალზე, პირველ ქალზე, უკანასკნელ წამზე, ყველაფერზე. შოპენის ეტიუდების მსგავს ამ წიგნში არ არის არც ერთი ყალბი ნოტი, ეს წიგნი აღსარებაა, ეს მძიმე წიგნია, ეს მსუბუქად დაწერილი მძიმე წიგნია...„
იხილეთ ლევან ბერძენიშვილის სრული რეცენზია: https://shorturl.at/eirxI
ასევე ლევან გიგინეიშვილის რეცენზია: https://shorturl.at/duF38
გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“.
პრეზენტაციას წარუძღვება შორენა შავერდაშვილი.
დასწრება თავისუფალია!