„ქართული მწერლობა დიდი ევროპული სივრცის ნაწილი“ - შეხვედრა ახალციხეში

თარიღი : 26.04.2023

„ქართული მწერლობა დიდი ევროპული სივრცის ნაწილი“ - შეხვედრა ახალციხეში
26 აპრილს ახალციხეში, კაფე „კანტორა19“-ში გაიმართა დისკუსია „ქართული მწერლობა დიდი ევროპული სივრცის ნაწილი“. დისკუსიის გამართვა შესაძლებელი გახდა კონრად ადენაუერის ფონდის პარტნიორული მხარდაჭერით.
ეს იყო პირველი შეხვედრა მწერალთა სახლის დისკუსიათა ციკლიდან „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
ახალციხეში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პოეტი რატი ამაღლობელი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მომხსენებლებმა მიმოიხილეს ქართული მწერლობის გზა ჰაგიოგრაფიიდან დღემდე და აღნიშნეს, რომ ქართველი მწერლების მზერა ყოველთვის ევროპისკენ იყო მიმართული და დღეს ქართული მწერლობა დიდი ევროპული ლიტერატურის ორგანული ნაწილია.
პროექტი გრძელდება და საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.