პანელური დისკუსიები ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე

თარიღი : 29.04.2023

მწერალთა სახლის დირექტორმა, ნატა ლომოურმა და გამომცემლობა სულაკაურის დირექტორმა, თინა მამულაშვილმა ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობაზე პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
ნატა ლომოურმა არგენტინის მთარგმნელებისა და თარჯიმნების ასოციაციის ლიტერატურული თარგმანის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე (VIII Jornadas de Traducción Editorial AATI ) მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამა წარადგინა. პანელის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს პროგრამების განხორციელებისა და გრანტების მოპოვების კუთხით.
CONTEC-ის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაში „მრგვალი მაგიდა: ინვესტიცია წიგნის დისტრიბუციის და რესურსების მდგრადი ათვისების პროცესში“, სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა, თინა მამულაშვილმა მიიღო მონაწილეობა და საგამომცემლო სფეროს სხვადასხვა ასპექტების მდგრადობაზე ისაუბრა.
ბუენოს აირესის წიგნის ბაზრობა ესპანურენოვანი ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაა, სადაც ქართული ლიტერატურა პირველად მოხვდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით, კოლექტიური სტენდის თაროებზე, რომლის სლოგანია „ევროპული ამბები“, განთავსებულია მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოცემული თარგმანები ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.