თანამედროვე ქართველი პოეტების ანთოლოგიის პრეზენტაცია - თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე

თარიღი : 05.05.2023

6 მაისს, თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, თანამედროვე ქართველი პოეტების ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება. პოეტური კრებულის ბერძნულენოვანი თარგმანი მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოიცა.

პოეტების ანთოლოგიას თესალონიკში წარადგენს დიანა ანფიმიადი, რომელიც საზოგადოების წინაშე საკუთარი პოეზიის შესახებაც ისაუბრებს.

თანამედროვე ქართველი პოეტების კრებულში შესულია გიორგი არაბულის, ნინი ელიაშვილის, გიორგი კეკელიძის, ზაზა კოშკაძის, ნიკა ლაშხიას, ლია ლიქოკელის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, სალომე ბენიძის, ერეკლე დეისაძის, პაატა შამუგიას და სხვათა პოეზია.

თარგმანი: სოფიო შამანიდი
გამომცემლობა: Vakchikon Publications
მონაწილე: დიანა ანფიმიადი
მოდერატორი: ანინა გოგოხია