თარიღი : 08.05.2023
6 მაისს, თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, „მეტყველი მარმარილოები - ეპიზოდები ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ისტორიიდან - ΧΙΧ-ΧΧ საუკუნეები“ პრეზენტაცია შედგა.
მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე, მაია დანელია ქართული წიგნის ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვით წარდგა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის კულტურული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს „მეტყველი მარმარილოები“, რომლის ავტორებიც მედეა აბულაშვილი და ეკა ჭყოიძე არიან.
ბერძნული გამომცემლობა: Vakxikon Publications.
მთარგმნელები: ანინა გოგოხია, ანი უძილაური
პრეზენტაციის მონაწილეები: ანინა გოგოხია, ნესტორას პულაკოსი.