თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე თანამედროვე ქართველი პოეტების ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი : 10.05.2023

თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე თანამედროვე ქართველი პოეტების ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა. პოეტური კრებულის ბერძნულენოვანი თარგმანი მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოიცა, რომელიც თესალონიკში პოეტმა, დიანა ანფიმიადიმ წარადგინა.
წიგნი ითარგმნა სოფიო შამანიდის მიერ და გამოიცა ბერძნულ გამომცემლობაში Vakxikon Publications.
ამავდროულად, თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ნანა ექვთიმიშვილის რომანის „მსხლების მინდორი" ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა ბერძნულ გამომცემლობაში World Books.
მთარგმნელი: ელენი ტულუპი.
მონაწილე: ნანა ექვთიმიშვილი.