„ქართველი მწერლები და სამოქალაქო პროტესტი - რას აპროტესტებენ მწერლები და რატომ?"

თარიღი : 15.05.2023

11 მაისს ქუთაისში, კაფეში „ლილესთან“ გაიმართა დისკუსია „ქართველი მწერლები და სამოქალაქო პროტესტი - რას აპროტესტებენ მწერლები და რატომ?“
ქუთაისში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პოეტი პაატა შამუგია და მწერალი, მუსიკოსი ერეკლე დეისაძე. მომხსენებლებმა ისაუბრეს მწერლის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და მიმოიხილეს ბოლოდროინდელი საპროტესტო მოძრაობები, რომლებშიც მწერლები მონაწილეობდნენ.ეს იყო მეორე შეხვედრა მწერალთა სახლის დისკუსიათა ციკლიდან „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. დისკუსია გაიმართა კონრად ადენაუერის ფონდის პარტნიორული მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
პროექტი გრძელდება და საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) კვლავ გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.