მუზეუმის საერთაშორისო კვირეული 2023 - 18 მაისი

თარიღი : 18.05.2023

18-20 მაისს, მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მოინახულონ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები და დაესწრონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას.

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით 1977 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

18 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა:
18.00-19.30
საჯარო ლექცია/დისკუსია
"საბჭოთა რეპრესიები: თანამედროვე მუზეუმი როგორც სოციალური აგენტი"
სპიკერი - ნატა ლომოური. 

მწერალთა სახლი, რეპრესირებული მწერლების მუზეუმი.
მოწვეული სტუმარი - პაველ უკიელსკი.

ვარშავის აჯანყების მუზეუმი.
მოდერატორი - ელინა ვალაიტე.
ღონისძიება ხორციელდება პოლონური ინსტიტუტის ხელშეწყობით.

20.00-21.00
ნატა ლომოურის ტური მწერალთა სახლში.

11.00-01.00
ღამე მუზეუმში.