18-20 მაისს, მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მოინახულონ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები და დაესწრონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას.
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით 1977 წლიდან მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
19 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები:
19.00-20:00
"დავით სარაჯიშვილი - დაუსრულებელი ისტორია" | ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია.
21:00-22.00
„მაგრამ დღეს სხვაა ჩვენი ჰაერი“ | რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო
საღამოს გაუძღვებიან ეკა ქევანიშვილი და რატი ამაღლობელი.
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.