თარიღი : 20.05.2023
18-20 მაისს, მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მოინახულონ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები და დაესწრონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას.
20 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები:
15.00-16.00
საგანმანათლებლო ვორქშოპი მოზარდებისთვის
“მე არ ვწერ ლექსებს”
20.00-21.00
სარაჯიშვილი x სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი
მონაწილეები: დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი.
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.