მწერალთა სახლი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

თარიღი : 22.05.2023

მწერალთა სახლი წელს მეორედ მონაწილეობს თბილისის წიგნის ფესტივალზე სტენდით, უახლესი უცხოენოვანი თარგმანებით, კატალოგებით და ლიტერატურული პროგრამით.

წელს თბილისის წიგნის ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, დაარსებიდან 25 წელს და ბევრი სიახლით უმასპინძლებს დამთვარიელებელს. სტუმარი ქვეყანა პოლონეთია და მნიშვნელოვანი იქნება პოლონელ მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს პოლონური კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას და ქართული ლიტერატურით პოლონელი გამომცემლების დაინტერესებას.

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:


25 მაისი (ხუთშაბათი)

16:30- 17:00

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მწერალთა სახლში

მონაწილეები: ნატალია ლომოური, გიორგი კაკაბაძე.

ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია.

 

26 მაისი (პარასკევი)

18:30-19:00

ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი"

მონაწილე: ლელა სამნიაშვილი.

ფორმატი: წიგნის პრეზენტაცია.

 

27 მაისი (შაბათი)

17:40 - 18:00 

თარგმნილი წიგნები საქართველოდან

მონაწილეები: ირინე ჭოღოშვილი, გიორგი კაკაბაძე.

ფორმატი: დისკუსია. 

 

მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის 118.