ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“

თარიღი : 22.05.2023

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მწერალთა სახლი აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც  რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ საკუთარი ლიტერტურული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე.

 

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას;
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს MS Word პროგრამაში შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა -12. ნაშრომიოს მაქსიალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
  • ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა;
  • ნამუშევრები უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Culture@csya.ge;
  • გაითვალისწინეთ! აუცილებელია კონკურსის მოთხოვნების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება

 

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო.

 საკონკურსო განახცადებიდან კონფიდენციალური ჟიური  10 კონკურსანტს შეარჩევს. ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები  იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად  ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.

იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტემა  კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნიან  ლიტერატურულ ნაწარმოებები, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად  გამოიცემა. დაასკვნითი ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ლიტერატურული კონკურსი "ვილაპარაკოთ აფხაზეთზე" აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია რომელიც მესამედ ტარდება. 

ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა  ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“.  ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ -  ახალ თაობას ვესაუბროთ  ომსა და მშვიდობაზე.

ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტზე.