სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი „ფასკუნჯი“ - დაჯილდოება

თარიღი : 30.05.2023

მწერალთა სახლმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, წელს პირველად ჩაატარა სამეცნიერო ზღაპრების კონკურსი „ფასკუნჯი“. 

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში, პირველ ივნისს, 18:00 საათზე.

ჟიურის წევრებმა - ნატო დავითაშვილმა, თეა თოფურიამ, ალექს ჩიღვინაძემ, ანონიმურად შეაფასეს საკონკურსო ტექსტები და გამოავლინეს გამარჯვებულები.

I ადგილი - "ხმის და სინათლის ჯადოქარი"
ავტორი: ნათია როსტიაშვილი.
II ადგილი - "ინის და იკოს ზღაპრული თავგადასავალი"
ავტორი: ნიკოლოზ ცისკარიშვილი.
III ადგილი - "სათვალის შექმნის ისტორია"
ავტორი: ნინო გორდელაძე.

 

კონკურსი განხორციელდა მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში.

გიწვევთ მონაწილეებს, გამარჯვებულებს და ყველა დაინტერესებულ პირს!