29 მაისს ახალციხეში, კაფეში „კანტორა 19“ გაიმართა დისკუსია - „მედია, მითები და პროპაგანდა“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ "რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე და ჟურნალ „ინდიგოს“ დამფუძნებელი და რედაქტორი ნინო ლომაძე.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს ის ვითარება, რომელშიც თანამედროვე ქართული მედიას უწევს არსებობა. ილაპარაკეს პროპაგანდაზე, როგორც მართვის ინსტრუმენტზე ავტორიტარი პოლიტიკოსების ხელში, ყურადღება გაამახვილეს იმ გზებზე, რომლითაც მედია შეიძლება დაუპირისპირდეს
მითებისა და პროპაგანდის მიერ შეთხზულ ტყუილზე დაფუძნებულ ნარატივებს. შეხვედრის ბოლოს მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
ეს იყო მორიგი შეხვედრა მწერალთა სახლის დისკუსიათა ციკლიდან „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. დისკუსია გაიმართა კონრად ადენაუერის ფონდის პარტნიორული მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები. პროექტი გრძელდება და საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) კვლავ გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.