მწერალი ქალები - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ფემინისტური პერსპექტივა

თარიღი : 07.06.2023

რა როლი აქვთ ქალებს დღევანდელ ლიტერატურულ პროცესში? რა საკითხებია მათთვის საინტერესო? როგორ შეიცვალა ლიტერატურული ველი საბჭოთა კავშირის დანგრევის  შემდეგ და შეიცვალნენ თუ არა მწერალი ქალები? როგორია მათი პირადი გამოცდილება და როგორ აისახება ის წიგნებში?

მომხსენებლები:

თამთა მელაშვილი, მწერალი

ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი

თარიღი: 13.05.2023 | 18:00 საათი.

მისამართი: ახალციხე, გრიგოლ ხანძთელის #30, კაფე კანტორა 19.

-----

მწერალთა სახლი კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც გაიმართება საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.

პროექტის მიზანია კრიტიკული დიალოგის წამოწყება საქართველოს რეგიონებში იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას. უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომლებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი. აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით.

პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.

დასწრება თავისუფალია!