საგანმანათლებლო ვორქშოპი "მე არ ვწერ ლექსებს" ბერშუეთის საჯარო სკოლაში

თარიღი : 14.06.2023

9 ივნისს, სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლას მწერალთა სახლიდან ვასო გულეური და ელინა ვალაიტე ეწვივნენ, რომლებმაც რეპრესირებული მწერლების ბაზაზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამა „მე არ ვწერ ლექსებს“ ბავშვებს გააცნეს.

 

რეპრესირებული მწერლების მუზეუმის გახსნის შემდეგ პროგრამა წარმატებით დაინერგა მუზეუმის საგანმანათლებლო მიმართულებით, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროგრამა არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ რეგიონშიც განხორციელდა.

 

ვორქშოპის მიმდინარეობისას მოზარდები გაეცნენ დადაიზმს, XX საუკუნის დასაწყისის ევროპული ავანგარდის სახელოვნებო მიმართულებას; ცისფერყანწელების ისტორიას - ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებით გაერთიანებას, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა; დადაისტური პოემის შექმნის ისტორიას.

 

პრაქტიკულ ნაწილში მოზარდები გაეცნენ რეპრესირებული მწერლების (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, მარი აბრამიშვილი, მიხა ხელაშვილი) პოეზიას და დადაისტური პოემის ტექნიკის გამოყენებით საკუთარი ლექსები შექმნესპროგრამის მიზანია მოზარდებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მეშვეობით კრეატიული აზროვნების გამომუშავება და ქართული პოეზიის გაცნობით გასული საუკუნის ისტორიის ანალიზი.