თარიღი : 20.06.2023
13 ივნისს ახალციხეში, კაფეში „კანტორა 19“ გაიმართა დისკუსია თემაზე „მწერალი ქალები - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ფემინისტური პერსპექტივა“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ მწერლები ეკატერინე ტოგონიძე და თამთა მელაშვილი.
მომხსენებლებმა ილაპარაკეს ქალი მწერლების როლის შესახებ ქართული ლიტერატურის განვითარებაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებიდან დღევანდელ დღემდე; შეეხნენ საბჭოთა ხანას და რეპრესიებს; მიმოიხილეს თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესი და ის საკითხები, რომლებიც დღეს აწუხებთ ქალ მწერლებს; ისაუბრეს პირად გამოცდილებაზეც. შეხვედრის ბოლოს მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
ეს იყო მორიგი შეხვედრა მწერალთა სახლის დისკუსიათა ციკლიდან „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. დისკუსია გაიმართა კონრად ადენაუერის ფონდის პარტნიორული მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
პროექტი გრძელდება და საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) კვლავ გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.