თარიღი : 24.06.2023
ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც კონკურსის რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი პროზაული ნამუშევარი ( მოთხრობა, ნოველა) აფხაზეთის თემაზე.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
· ნაწარმოები შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და შეესაბამებოდეს კონკურსის თემას.
· ტექსტის მახასიათებლები:
პროგრამა: MS Word, შრიფტი (Font) – Sylfaen ან მსგავსი, შრიფტის ზომა: 12.
ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა: არაუმეტეს 1000 სიტყვისა;
· ნამუშევრებთან ერთად აპლიკანტებმა უნდა მოგვაწოდონ შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა;
· ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: Culture@csya.ge;
· ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო.
· კონკურსში მონაწილეობას ვერ შეძლებენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წელბში გამოაგზავნეს განაცხადი.
საკონკურსო განახცადებებიდან კონფიდენციალური ჟიური 10 კონკურსანტს შეარჩევს, რომელთა ვინაობაც 27 სექტემბერს გახდება ცნობილი. ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზირებულ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად, ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურული ნაშრომი, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დასკვნით ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ გახდა. ამ ნაწარმოებს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებს - ახალ თაობას ვესაუბროთ მშვიდობაზე.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“.