ბავშვები ურჩევენ ბავშვებს 2023 - საკონკურსო ვიდეოები

თარიღი : 26.06.2023

დასრულდა წლევანდელი საკონკურსო ვიდეოების მიღება მწერალთა სახლის პროექტისთვის „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“.

პროექტი უკვე ტრადიციულია და 2020 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს მასში ასორმოცდაათზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საკონკურსო ვიდეოებიდან საშუალება გექნებათ მოუსმინოთ თანატოლებს და შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო წიგნები, რომლებსაც ზაფხულში წაიკითხავთ.

გთხოვთ, მოიწონოთ თქვენთვის საინტერესო ვიდეორჩევები ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. თითოეული მოწონება კონკურსანტისთვის მიცემულ ხმად ჩაითვლება. ხმის მიცემა დასრულდება 20 სექტემბერს, ამის შემდეგ კი გამოვავლენთ გამარჯვებულებს.

კონკურსის წესებიდან გამომდინარე, რამდენიმე ვიდეოფაილი არ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს. სამწუხაროდ, ასეთი გზავნილები კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საკონკურსო ვიდეოები იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/dfiL6

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ გატარებას საინტერესო წიგნებთან ერთად!