თარიღი : 28.07.2023
პარიზის სახელოვნებო საპატიო სტუმარი წელს თბილისი იქნება!
ფესტივალი პარიზში 22-27 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კულტურის გაცნობა ფრანგულენოვანი საზოგადოებისთვის.
სახელოვნებო ფესტივალი პარიზში უკვე მეშვიდედ ტარდება და მიეძღვნება ქართულ ლიტერატურას, ვიზუალურ ხელოვნებას, კინოს, თეატრსა და მუსიკას. თბილისამდე ამ ფესტივალის საპატიო სტუმარი ქალაქები იყვნენ: ვარშავა, კიევი, ბუდაპეშტი, ბელგრადი, სოფია და ოდესა.
ერთი კვირის განმავლობაში, 30-მდე ღონისძიება გაიმართება ფრანგული ფესტივალის კურატორების მიერ შერჩეული 50-მდე ქართველი მწერლის და ხელოვანის მონაწილეობით, პარიზის სხვადასხვა მნიშვნელოვან სივრცეში; მათ შორის, Beaux-Arts de Paris, Bibliothèque André Malraux, église Saint-Germain-des-Prés, Christine Cinéma Club, Espace des femmes Antoinette Fouque, Maison de la poésie, MPAA / Saint-Germain, Odéon-Théâtre de l’Europe, Théâtre de la ville, Théâtre du Châtelet, Centre National du Livre, INaLCO.
ფესტივალის 5000-მდე სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართული კულტურის მრავალფეროვნებას: დაესწროს ლიტერატურულ ღონისძიებებს და კინო ჩვენებებს, სპექტაკლებს, მოინახულოს მხატვრების და ფოტო-ხელოვანების გამოფენები, ასევე მოუსმინოს ქართველ მუსიკოსებს.
ფესტივალის Un Week-end à l'Est ელჩია მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, ხოლო საპატიო სტუმარი - ნინო ხარატიშვილი. ფესტივალის არტ დირექტორი - ბრიჯიტ ბუშარი, კურატორი - ადელაიდ ფაბრი. ფესტივალის ვიზუალის ავტორი - ილუსტრატორი ზურა მჭედლიშვილი.
ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაციაა მწერალთა სახლი.
https://weekendalest.com/