„ბავშვები მწერალთა სახლში“

თარიღი : 29.09.2023

ოქტომბრიდან განახლდება ყოველკვირეული შეხვედრები „ბავშვები მწერალთა სახლში“.

ვისაუბრებთ ქართული და მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის შესახებ, წავიკითხავთ ფრაგმენტებს სხვადასხვა ნაწარმოებებიდან, გვექნება დისკუსიები, გავეცნობით საბავშვო მწერლებს და ახალ წიგნებს.

შეხვედრებს უძღვება საბავშვო ავტორი ვასო გულეური.

შეხვედრები გაიმართება ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია.