თარიღი : 02.10.2023
ბავშვები ურჩევენ ბავშვებს 2023
დასრულდა მწერალთა სახლის წლევანდელი კონკურსი „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“.
პროექტი უკვე ტრადიციულია და 2020 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს მასში ასორმოცდაათზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
მონაწილეთა ვიდეოები სამი თვის განმავლობაში იყო მწერალთა სახლის ფეისბუქ გვერდზე და მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ხმა მიეცათ მათთვის, ვისი რჩევაც ყველაზე მეტად მოეწონათ.
ხმების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
1 ადგილი - ანი მაისურაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მოსწავლე; (1600 ხმა)
2 ადგილი - აჩიკო ვაშაყმაძე, ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლე (1400 ხმა)
3 ადგილი - ვიკა სიჭინავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე (1000 ხმა)
წამახალისებელი პრიზი გადაეცემათ:
· ბარბარე გელენიძეს, რუსთავის „ინოვაციების სკოლის“ მოსწავლე;
· ანდრია დევაძეს, ბათუმის #6 საჯარო სკოლის მოსწავლე;
· ნუცა ყოლბაიას, თბილისის #167 საჯარო სკოლის მოსწავლე;
· მარინე თეთრაშვილს, თბილისის #147 საჯარო სკოლის მოსწავლე;
· ციცი ბასილიძეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მოსწავლე.
გარდა ამისა, მწერალთა სახლმა გამოავლინა საკუთარი რჩეულები, რომლებსაც გადაეცემათ 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნების შესაძენად. ესენი არიან:
1. ანა შავაძე, ბათუმის #9 საჯარო სკოლის მოსწავლე;
2. გიორგი ზირაქიშვილი, თბილისის #182 საჯარო სკოლის მოსწავლე;
3. ემა ბაგდასარიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიულიბაღის საჯარო სკოლის მოსწავლე;
4. ვართო იაკოფიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისას საჯარო სკოლის მოსწავლე;
5. იოანე ყველაშვილი, თბილისის #126 საჯარო სკოლის მოსწავლე;
6. ანდრია ფუტკარაძე, თბილისის #133 საჯარო სკოლის მოსწავლე.
გთხოვთ, ყველა გამარჯვებულმა საკონტაქტო ინფორმაცია მოგვაწოდოს მისამართზე: contest@writershouse.ge