"ჩემი გალაკტიონი" - კონკურსი უფროსკლასელებისა და სტუდენტებისთვის

თარიღი : 16.10.2023

მწერალთა სახლი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღის აღსანიშნავად აცხადებს კონკურსს „ჩემი გალაკტიონი“.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უფროსკლასელებსა (IX - XIIკლასი) და სტუდენტებს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო, სადაც გალაკტიონის მათთვის სასურველ ლექსს წაიკითხავენ. გამორჩეული ვიდეოები გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ციფრული მედიის არხებზე.

 

გამარჯვებულებს გამოავლენს მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ წიგნის მაღაზიაბიბლუსისვაუჩერს და წამახალისებელ პრიზს:

 

I ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი და ვახტანგ ჯავახაძის წიგნიუცნობიმწერლის ავტოგრაფით;

II ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი;

III ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი.

 

საკონკურსო ვიდეოები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@writershouse.ge. ვიდეო აუცილებელია აიტვირთოს wetransfer.com-ის საშუალებით.

საკონკურსო ვიდეოების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს.

 

მწერალთა სახლი გისურვებთ წარმატებებს!