კონკურსი "ჩემი ლადო ასათიანი"

თარიღი : 22.01.2024

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს „ჩემი ლადო ასათიანი“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უფროსკლასელებსა (IX - XIIკლასი) და სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო, სადაც ლადო ასათიანის მათთვის სასურველ ლექსს წაიკითხავენ. გამორჩეული ვიდეოები გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ციფრული მედიის არხებზე.
გამარჯვებულებს გამოავლენს მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიური. კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერს და წამახალისებელ პრიზს:
I ადგილი - 100 ლარიანი ვაუჩერი;
II ადგილი - 70 ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი - 50 ლარიანი ვაუჩერი.
საკონკურსო ვიდეოები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@writershouse.ge. ვიდეო აუცილებელია აიტვირთოს wetransfer.com-ის საშუალებით.
საკონკურსო ვიდეოების მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი გამარჯვებულები გამოვლინდებიან 20 თებერვალს.
მწერალთა სახლი გისურვებთ წარმატებებს!