18 იანვრიდან მწერალთა სახლში ირაკლი სამსონაძის „დრამატურგიის სახელოსნო“ განახლდება.
პროექტის პირველი პერიოდი 12 ლექციას ითვალისწინებდა:
როგორ ავაგოთ ამბავი? რა პროცესს გადის ის, ვიდრე დასრულებულ სახეს მიიღებს? რატომ არის ამბის თხრობა მნიშვნელოვანი და რა საფეხურები უნდა განვლოს იმისთვის, რომ აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო გახდეს? - ეს არის კითხვები, რომლებიც ამბის აგების ურთულეს პროცესში ხშირად დაისმის.
ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა და
ფინალი - ეს ის საფეხურებია, რომლებიც ამბის გადმოცემისას მნიშვნელოვანია. სწორედ ამბის თხრობასა და აგების პროცესებზე ისაუბრა დრამატურგმა, მწერალმა, ირაკლი სამსონაძემ მწერალთა სახლის ახალი საგანმანათლებლო პროექტის პირველი პერიოდის ფარგლებში.
პროექტის მეორე პერიოდში კურსის მონაწილეები პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ. შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე და ითვალისწინებს 12 სამუშაო შეხვედრას.