7 თებერვალს მწერალთა სახლში გაიმართა ღონისძიება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ლიტერატურის, კითხვის მოყვარულებს საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ ერთად კითხვის სიამოვნება. ამ
დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანები ერთი სლოგანის „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ − გარშემო
ერთიანდებიან.
ეს ტრადიცია ხმამაღლა, ერთად კითხვისა და ისტორიების გაზიარების მნიშვნელობაზეა დაფუძნებული. ეს დღე ასევე მოტივაციას სძენს მშობლებს, ხმამაღლა წაუკითხონ შვილებს სხვადასხვა ისტორია და შეაყვარონ წიგნების კითხვა.
მწერალთა სახლი წელსაც შეუერთდა მსოფლიო ტრადიციას და უმასპინძლა ამ ღონისძიებას.
საკუთარი და სხვა ავტორების მხატვრული თუ დოკუმენტური ტექსტები წაიკითხეს: მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ, ასევე დალი იაშვილმა, დავით რობაქიძემ, მანანა დუმბაძემ, ბაჩო კვირტიამ, ლევან ლორიამ, ბადრი სულაძემ, გივი ჩიღვინაძემ, გაგა ბარბაქაძემ და ღონისძიების სხვა მონაწილეებმა
ფოტოები ღონისძიებიდან იხილეთ ბმულზე: