თარიღი : 12.04.2024
11 აპრილს პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართული ეროვნული სტენდი საზეიმოდ გაიხსნა. ქართულმა სტენდმა სტუმართა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. გახსნას ესწრებოდა საქართველოს რესპუბლიკის ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი და საქართველოს საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ჩვენს სტენდს ეწვივნენ საფრანგეთში ქართული ემიგრაციის პირველი თაობის შთამომავლები: ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელი, ელენე ბაგრატიონი, ნიკოლო დადეშქელიანი, ცნობილი უროლოგი დიმიტრი ღამბაშიძე, ქართული ლიტერატურის ფრანგული თარგმანების რედაქტორი, ტანგი დე პეტივილი და სხვა სტუმრები.შეგახსენებთ, რომ პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო მასპინძელი ქვეყანა წელს კვებეკია.