თარიღი : 12.04.2024
საქართველოს ეროვნულ სტენდთან კვლავ ხალხმრავლობაა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა, საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორმა, ქალბატონმა ქეთევან დუმბაძემ და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, ქალბატონმა ბელა ხაბეიშვილმა. ამავდროულად, კალიგრაფ გიორგი სისაურის ქართული ანბანის ულამაზესი ხელწერით ვიზიტორები აღტაცებულნი არიან. ქართული განუმეორებელი დამწერლობის ნიმუშის მისაღებად გიორგისთან მსურველთა რიგი არ წყდება...