თარიღი : 13.04.2024
13 აპრილს პარიზის წიგნის ფესტივალზე დალი იაშვილმა საკუთარი თარგმანები - მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ლამბალო და ყაშა" და მოთხრობების კრებული, ხოლო ბელა ხაბეიშვილმა ქართული ლიტერატურის კატალოგი წარადგინა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა გამომცემლობებმა: „სეზან ფაბლიშინგი", „მედუზა" და „ბაკმი". ასევე, სტუმრად გვყავდა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი და მისი დელეგაცია.
ჩვენს სტენდს ეწვია 2019-2022 წლებში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი. ელჩმა განსაკუთრებული მოწონება გამოხატა ქართული სტენდის კონცეფციის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, თვალნათლივ წარმოაჩენს ქართული ლიტერატურის თექვსმეტსაუკუნოვან უწყვეტ ტრადიციასა და მწერლობის მნიშვნელოვან როლს ქართულ კულტურასა და ცნობიერებაში.