თარიღი : 14.04.2024
14 აპრილს Grand Palais Éphémère -ის მთავარ სცენაზე კინორეჟისორის, მსახიობის, სცენარისტისა და მწერლის თემურ ბაბლუანის წიგნის „მზე, მთვარე და პურის ყანა" (მთარგმნელი - მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი) განხილვა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა ავტორის ქალიშვილი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში, სცენარისტი და რეჟისორი სოფო ბაბლუანი.
შეხვედრაზე თემურ ბაბლუანი სტუმრებს წიგნის სიუჟეტისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ ესაუბრა, რომლის დროსაც ორი სამყარო - კინო და ლიტერატურა, გადაკვეთს ერთმანეთს.
შეხვედრის ბოლოს, ავტორმა სტუმრების შეკითხვებს უპასუხა და საკუთარი წიგნის ეგზემპლარებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვა.