თარიღი : 23.04.2024
1995 წლის იუნესკოს 28-ე სესიაზე 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს განათლების გავრცელებისა და კულტურული ტრადიციების ხელშეწყობის მიზნით, რადგან წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა.
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამ დღეს წიგნის ჩუქებით აღნიშნავენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, 2019 წლიდან საქართველოში 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდა.
აქვე ჩნდება შეკითხვა: რატომ 23 აპრილი? ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.