სიტყვა და ჰორიზონტი

თარიღი : 25.04.2024

25 აპრილს მწერალთა სახლში ლიტერატურული შეხვედრების ციკლის „სიტყვა და ჰორიზონტი", ფარგლებში გაიმართა ესეისტ ჟაკლინ სირაძის მოხსენება თემაზე - „მამისმკვლელობა: თანამედროვე სამყაროს კრიზისი" (ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებისა" და ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას" მიხედვით).


მომავალი შეხვედრა მწერალთა სახლში 29 აპრილს, 19 საათზე ჩატარდება, თემა - „ლადო ასათიანის პოეზიის ბუნება: სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან ქართული დამოკიდებულების ანალიზი".


ლიტერატურული შეხვედრების ციკლი მოიცავს ცხრა შეხვედრას და 13 ივნისამდე გაგრძელდება.