თარიღი : 20.05.2024
2024 წელს XX საუკუნის გენიალური ავსტრიელი მწერლის, ფრანც კაფკას გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება. ამ დღის აღსანიშნად, 13 მაისს მწერალთა სახლმა და ჩეხეთის ცენტრი თბილისი / Czech Centre Tbilisi-მა წარმოადგინეს უდიდესი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით „მეტამორფოზა".
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მწერლის შესახებ მომზადებული გამოფენა და მოესმინათ კაფკას ქართულ ენაზე არსებული თარგმანების ერთი-ერთი ავტორის, რუსუდან ღვინეფაძის ლექცია მწერლის შემოქმედების შესახებ.
სპეციალურად ამ დღისთვის, მწერალთა სახლის რეზიდენციის სტუმარმა, თანამედროვე ჩეხმა ავტორმა, იარომირ ტიპლტიმ წაიკითხა ამონარიდი მოთხრობიდან „მეტამორფოზა".
საღამოს დასკვნით ნაწილში, სტუმრებმა იხილეს ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული ძალიან საინტერესო, ორიგინალური ქორეოგრაფიული წარმოდგენა ცნობილი ჩეხი ქორეოგრაფის, ჰონზა მალიკის შესრულებით. დადგმის ნაწილის ხილვა შეგიძლიათ აქ
https://www.youtube.com/watch?v=6rLLiqtcYjY