დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები არ იმუშავებს 1 ივლისამდე

თარიღი : 21.05.2024

მწერალთა სახლში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების პროცესში მოსალოდნელზე მძიმე დაზიანებები გამოვლინდა, რამაც სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების გახანგრძლივება გამოიწვია. შესაბამისად, მწერალთა სახლის შენობაში მოქმედი დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები არ იმუშავებს 1 ივლისამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ მწერალთა სახლი 1 ივლისამდე აგრძელებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობას, ხოლო წინასწარ ჩანიშნული ღონისძიებები ჩვეულებრივ ჩატარდება სარკეებიან დარბაზში.

განახლებულ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

In the ongoing restoration process at the Writers' House, more severe damages than expected were detected, necessitating an extension of the restoration period. Consequently, the Davit Sarajishvili Memorial and the Museum of Repressed Writers, located within the Writers House, will remain closed until July 1st.

We would like to inform you that the Writers House will continue to operate remotely until July 1st. Pre-scheduled events will typically take place in the hall with mirrors.

We will provide you with further updates as they become available.