თარიღი : 11.06.2024
10 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ მწერალთა სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ.
მემორანდუმის საგანს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, მწერალთა სახლის ჩართულობით, ერთობლივი ლიტერატურული, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, მხარეთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების ორგანიზება.
მემორანდუმის მიზანია სამინისტროს სისტემის სამხედრო, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო მოსამსახურეების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების ლიტერატურულ-შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა.