თარიღი : 09.06.2024
25 მაისს მწერალთა სახლმა უმასპინძლა სტუდენტთა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა კონფერენციას, რომელიც აიპი ჰუმანიტარული განვითარების ასოციაციისა (LLH-Humanistic Development Association) და ბაქოში არსებული საგანმანათლებლო ცენტრის Language co-Working Centre თანამშრომლობით მომზადდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და ნიგერიელი ახალგაზრდები.
სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და მწერალთა სახლის მიერ დაწესებული პრიზებით - წიგნებით.
აიპი ჰუმანიტარული განვითარების ასოციაციის მიერ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარებული ვორქშოფებისა და კონფერენციების მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით თანამედროვე მოკლე მოთხრობის საგანმანათლებლო რესურსად გამოყენებას, როგორც სტუდენტებთან, ისე სკოლის მოსწავლეებთან; ახალგაზრდებში კითხვის, კრიტიკული ანალიზისა და აქტუალურ საკითხებზე პრეზენტაცია-დისკუსიის უნარების განვითარებას.